Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალისთვის "თსუ სამართლის მიმოხილვა"

მოგესალმებით,  
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 8 დეკემბრიდან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს სტატიების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვა“, ინგლისურ ენაზე - “TSU LAW REVIEW STUDENT-RUN SCIENCE JOURNAL”, 2022 წლის გამოცემისთვის.

 
ნაშრომი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს სამართლის აქტუალურ საკითხებზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა). 


ჟურნალში ნაშრომის: სამეცნიერო სტატიის, სამართლის პრაქტიკის ანალიზის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ:


    თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტები;
    სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.


ავტორებმა სტატიის გამოქვეყნებისათვის ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:


1.    განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით.
განცხადების ფორმა (იხ. დანართი №1); 
2.    სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა ან სტატიის კვლევის სფეროში გამოჩენილი სამართლის სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (დასკვნის ან რეცენზიის ავტორის ხელმოწერით).
3.    სტატია, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით);
4.    ანოტაცია არაუმეტეს 250 სიტყვისა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
5.    საკვანძო სიტყვები (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
6.    ბიბლიოგრაფია ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სტატიისათვის ცალ-ცალკე. ბიბლიოგრაფიის შედგენის წესისა და ბიბლიოგრაფიის ნიმუშის შესახებ (იხ. დანართი №2).


,,თსუ სამართლის მიმოხილვისთვის“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული. 


ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (იხ. დანართი №2).


ნაშრომი, რომელიც ზემოთ მითითებული მოთხოვნების მიხედვით არ იქნება შესრულებული, არ განიხილება. ავტორი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და წესები.


სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen_12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.


მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.


სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: lawrev@tsu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 

მთავარი რედაქტორი: თამარ ტატანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი, ადვოკატი.
ტელეფონი: +995 591 00 71 10 
ელ-ფოსტა: tamar.tatanashvili@tsu.ge